განათლება
ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში უმაღლესი, 59 ქულა, თორმეტმა აბიტურიენტმა აიღო
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში უმაღლესი – 59 ქულა მხოლოდ 12-მა აბიტურიენტმა მიიღო. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათემატიკის გამოცდაზე წელს 12 660 -ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, გამოდის, რომ უმაღლესი ქულა მხოლოდ 0.09 პროცენტს აქვს მიღებული. 58 ქულის აღება კი 29 მათგანმა შეძლო. ანუ, დაახლოებით, 0,23 %-მა.

სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა იმ აბიტურიენტთა რაოდეობა, რომელთაც ამ გამოცდაზე 59 და 58 ქულა აიღეს. ჩვენთვის აგრეთვე ცნობილია ისიც, თუ როგორ ნაწილდებიან ისინი ვარიანტების მიხედვით: პირველ ვარიანტში 59 ქულა ხუთმა აბიტურიენტმა აიღო, 58 ქულა კი – თორმეტმა. მეორე ვარიანტში ტესტი 59 ქულაზე შვიდმა აპლიკანტმა შეასრულა, 58 ქულაზე კი – ჩვიდმეტმა.

შეგახსენებთ, რომ მათემატიკის გამოცდის შედეგები გუშინ, დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი.
| Print |