განათლება
აბიტურიენტთა ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგის ნახვა შეეძლებათ ვებ-გვერდზე online.naec.ge, რისთვისაც მათ სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითონ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი. იქვე იქნება განთავსებული მათი ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა.

გარდა ამისა, აბიტურიენტებს შედეგის გაგება შეეძლებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე - 9 33 33 . მომსახურების საფასური 50 თეთრია.
გუშინ, 3 აგვისტოს აბიტურიენტებისთვს ცნობილი გახდა მათემატიკისა და სახვითი/გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პასუხები.

| Print |