განათლება
ახალქალაქის ოთხ სოფელში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ახალქასლაქის მ უნიციპალიტეტის სოფლებში - ხორენიაში, ალასტანში, გოკიოსა და ვარევანში, ბიბლიოთეკები გახსნა. გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, სამ თვეში მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის სკოლას მცირე ბიბლიოთეკა ექნება. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა.

„გუშინდელი არცთუ სასიამოვნო ამბების ფონზე ახალქალაქისვე ოთხ სოფელში პატარა ქართული ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. მალე სხვა ოთხ სოფელსაც ვესტუმრებით და ნოემბრის ბოლოს ამ რაიონის ყველა სოფლის სკოლაში ჩვენი კვალი იქნება, წიგნის კვალი“, - წერს კეკელიძე.
| Print |