განათლება
ნინოწმინდელ ახალგაზრდას ნიკოლ ფაშინიანმა სტიპენდია გადასცა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფის მკვიდრი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი მნაცაკან მარგარიანი, როგორც დიასპორიის საუკეთესო სტუდენტი, სტიპენდიით დააჯილდოვეს. ინფორმაციას nor.ge ავრცელებს. ღონისძიება ერევანში გაიმართა და მას სომხეთის პრემიერ-მინსტრი ნიკოლ ფაშინიანი ესწრებოდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქე პირადად დააჯილდოვა. აღნიშნულ სტიპენდიას იმ სტუდენეტებს აძლევენ, რომლებიც უნივერსიტეტში მაღალი ქულებით გამოირჩევიან.

„სტიპენდიის მიღება ძალიან ძნელი იყო. მე სკოლიდან მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოვირჩეოდი და იმავე ტემპით გავაგრძელე ინსტიტუტში სწავლაც. პარალელურად, რვა თვეა SoftConstruct development Office კომპანიაში ინჟინერ-პროგრამისტად ვმუშაობ“, - ამბობს მნაცაკანიან მარაგრიანი, რომელიც კარიერის აწყობას ერევანში გეგმავს.

მნაცაკან მარგარიანი ნინოწმინდის სოფელ დილიფში დაიბადა. სკოლის დაასრულების შემდეგ, 2017 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.


აღსანიშნავია, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელშიც მნაცაკან მარგარიანი სწავლობს, სომხეთის მთავარი სამეცნიერო ცენტრია.
| Print |