განათლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 საბაკალავრო პროგრამას დააფინანსებს
2020 – 2021 სასწავლო წლისთვის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საბაკალავრო პროგრამებზე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აბიტურიენტებს შეუძლიათ როგორც ახალციხის, ასევე ახალქალაქის უნივერსიტეტის ფილიალებში უფასოდ ისწავლონ. სახელმწიფო აფინანსებს შემდეგ სასწავლო პროგრამებს:

• ისტორია (ახალციხე) – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• ქართული ფილოლოგია (ახალციხე)- ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• ქართული ფილოლოგია (ახალქალაქი) – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• ინგლისური ფილოლოგია (ახალციხე) – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა (ახალციხე) – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• საჯარო მმართველობა (ახალქალაქი) – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• საჯარო მმართველობა (ახალციხე)- ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• ეკონომიკა (ახალციხე)- ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• ეკონომიკა (ახალქალაქი)- ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• ინფორმაციული ტექნოლოგიები (ახალციხე)- ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• ეკოლოგია (ახალციხე)- ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• აგრონომია (ახალციხე)- ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
• აზერბაიჯანულენოვანთათვის (ახალციხე)
• სომხურენოვანთათვის (ახალციხე)
• აფხაზურენოვანთათვის (ახალციხე)
• ოსურენოვანთათვის (ახალციხე)
• აზერბაიჯანულენოვანთათვის (ახალქალაქი)
• სომხურენოვანთათვის (ახალქალაქი)
• აფხაზურენოვანთათვის (ახალქალაქი)
• ოსურენოვანთათვის (ახალქალაქი)

სახელმწიფოს მიერ ვეტერინარის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, სამართლისა და ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამები არ ფინანსდებიან. სწავლის საფასური 2250 ლარს შეადგენს.


| Print |