ახალციხის გამგეობაში, ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და ნიჭიერ ახალგაზრდებს შეხვდნენ
20:44 / 15.10.2015
ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების გასაცნობად, დღეს
სპეციალური ღონისძიება გაიმართა. 31 სოფლის ყველაზე ასაკიან
მასწავლებელესა და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ ლექსებს,
ჩანახატებსა და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსებზე სიმღერებს ქმნიან,
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უმასპინძლა. მოსწავლეებმა
აუდიტორიის წინაშე საკუთარი შემოქმედება წარადგინეს და სასიმღერო
ნომრები შეასრულეს. ღონისძიება ახალციხის გამგეობის კულტურის
სამსახურის ინიციატივით გაიმართა. საღამოს დასასრულს, ღვაწლმოსილ
პედაგოგებსა და ნიჭიერ ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და ნიჭიერი ახალგაზრდების გასაცნობად,
დღეს სპეციალური ღონისძიება გაიმართა. 31 სოფლის ყველაზე ასაკიან
მასწავლებელესა და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ ლექსებს,
ჩანახატებსა და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსებზე სიმღერებს ქმნიან,
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უმასპინძლა.
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე საკუთარი შემოქმედება წარადგინეს
და სასიმღერო ნომრები შეასრულეს. ღონისძიება ახალციხის გამგეობის
კულტურის სამსახურის ინიციატივით გაიმართა. საღამოს დასასრულს,
ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და ნიჭიერ ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები
გადაეცათ.