განათლება
დისტანციური სწავლება განსაკუთრებით რთული პირველკურსელებისთვის აღმოჩნდა - ჟუკა ბალახაშვილი
სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სწორედ ამ დღიდან შეძლებენ სტუდენტები და მოსწავლეები სკოლებსა და უნივერსიტეტებს დაუბრუნდნენ. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, რეკომენდაციები შეიმუშავა. რა სირთულეები შექმნა კორონავირუსის პანდემიამ სასწავლო დაწესებულებებში და როგორ უმკლავდებიან ახალ რეალობას სტუდენტები და მოსწავლეები - ნახეთ ნათია ლომიძისა და არტურ სარქისიანის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენმა ჟუკა ბალახაშვილმა ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. პირველი სემესტრის დახურვის შემდეგ, შიდა მობილობით საბუთები დაწყებითი განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადაიტანა, თუმცა სწვლის გაგრძელება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შეძლო. დისტანციურმა სწავლებამ მას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. ვერ გაიცნო ახალი ჯგუფელები, ლექტორები და სწავლის გაგრძელება დისტანციურად უცხო გარემოში მოუწია.


პრობლემები,
განსაკუთრებით იმ ბავშვებს შეექმნათ, რომლებიც სწავლების ახალ საფეხურზე გადავიდნენ.
| Print |