განათლება
29 614 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა. სახელმწიფო გრანტი კი 6 550-მდე ახალგაზრდამ მოიპოვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი დღეს გახდა ცნობილი.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი დაფინანსება - 1500-მდე აბიტურიენტმა, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი - 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.

ეს წელი გამოცდა იყო თავად ცენტრისთვისაც, რადგანაც მას უპრეცენდენტოდ რთულ ვითარებაში მოუწია სხვადასხვა გამოცდის ჩატარება, დაახლოებით 70 000 ადამიანისათვის.

მინდა შევახსენო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად უშუალოდ უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“,
- განაცხადა სოფიო გორგოძემ.
| Print |