განათლება
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის ახალი მოდელი ინერგება
დღეს, 3 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელ ნენსი პარკსისთან შეხვედრა გაიმართა.

USAID-ის შვიდ მილიონიანი გრანტის დაფინანსებით, საქართველოში სკოლის ახალი მოდელი ინერგება. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება.
სკოლის ახალი მოდელი მათემატიკისა და მშობლიურ ენის სწავლების გაძლიერებას, სკოლებში გოგონების, ეთნიკურ უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებაზე მორგებული სწავლების მეთოდების დანერგვას გულისხმობს.

ოთხწლიანი პროგრამის თანახმად, საქართველოში 2 075 სკოლის დირექტორი და მასწავლებელი გადამზადდება, სამცხე-ჯავახეთიდან კი პროგრამაში 104 ქართულენოვანი სკოლიდან 309 მასწავლებელი გადამზადდება. რაც შეეხება დირექტორებს - რეგიონის 201-ვე სკოლის ხელმძღვანელი დატრენინგდება.

საბაზისო განვითარების მიმართულებით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საქართველოში რვა უნივერიტეტთან პარტნიორობს.

17 სექტემბრიდან უნივერსიტეტის 12 პროფესორს, ოთხ დღიანი ტრენინგების გავლა მოუწევს. ამის შემდეგ პროფესორები შეძლებენ მასწავლებლებს ექვს საათიანი ტრენინგი ჩაუტარონ.

ტრენინგები მშობლიურ ენებზე: ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჩაუტარდებათ.

| Print |