განათლება
მშობლებმა და მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციისგან რეკომენდაციები მიიღეს
მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლების ადმინისტრაციისგან, კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მიიღეს, სადაც აღწერილია, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი თუ ბავშვს საეჭვო სიმპტომები გამოუვლიდა.

რეკომენდაციის მიხედვით, მშობელი ვალდებულია არ გაუშვას ბავშვი სკოლაში, თუ მას ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე ნიშნები დაუფიქსირდა.

იმ შემთხვევაში, თუ მოზარდს სიმპტომები სკოლაში გამოუვლინდა, შეტყობინების შემდეგ სასწრაფოდ გამოცხადდეს სასწავლო დაწესებულებაში და ბავშვი წაიყვანოს.

ასევე, მოსწავლე ვალდებულია, იქონიოს სასმელი წყლის პირადი ბოთლი, რომლის დაცლის შემთხვევაში, მის ავსებაზე მასწავლებელი იზრუნებს.

ასევე აფრთხილებენ მშობლებს, რომ საკვები პროდუქტების შესაძებად ბავშვებს ფულის ნუ გამოატანენ. უმჯობესია, მოსწავლეებმა საკვები სახლიდან წაიღონ.

სკოლების ადმინისტრაცია ბავშვებს ავალდებულებს დაიცვან ჰიგიენის წესები, დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით, თუკი ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით. ასევე მოსწავლეები ვალდებულები არიან დაცემინებისას სახეზე აიფარონ სუფთა ხელსახოცი, ან მოხრილი იდაყვი. მოერიდონ თვალებსა და ცხვირ-პირზე შეხებას. სწავლების პერიოდში შეიკრან თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

| Print |