განათლება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ მოეწყობა
15 სექტემბერს, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები აღარ გაიმართება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, შესაბამისი რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.

მისივე თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უნდა გაუქმდეს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლება და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის გადადება დღეის მდგომარეობით, არ იგეგმება.


„ჩვენ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც არის ჩვენგან წარმოდგენილი, დანარჩენებს მიეიცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს.

დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება“
,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
| Print |