განათლება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა ჰიბრიდული სისტემით დაიწყო
დღეს, 14 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა პანდემიის გამო განსხვავებული რეჟიმით განახლდა.

უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, სხვადასხვა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს, ორივე კორპუსში შეხვდა.

უნივერისტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აუდიტორიებში მხოლოდ პირველკურსლები ივლიან. მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენები და მაგისტრანტები სწავლას ჰიბრიდული რეჟიმით განაახლებენ.

სტუდენტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიერ დაწესებული რეკომენდაციები მათთვის დისკომფორტს წარმოადგენს, თუმცა ეცდებიან თავი გაართვან.

| Print |