განათლება
უემოციოდ დაწყებული სასწავლო წელი – ახალციხის სკოლებში სწავლა განახლდა
დღეს, 15 სეტქემბერს ახალციხის კერძო და საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 39 სკოლიდან სასწავლო პროცესი ნაწილმა დისტანციურად, ნაწილმა კი ჰიბრიდული სისტემით განაახლა. კორონავირუსის პანდემიის გამო, შენობაში შესვლამდე პედაგოგებსა და მოსწავლეებს თერმოსკრინინგის გავლა მოუწიათ.

სკოლებში ამბობენ, რომ წელი უემოციოდ დაიწყო, რადგან სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიებები არ ჩატარებულა.

მოსწავლეებისთვის მარტივი არ არის ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულება. მათი თქმით, განსაკუთრებით რთულია დისტანციის დაცვა.

სკოლების ადმინისტრაცია და მოსწავლეები იმედოვნებენ, რომ გაკვეთილების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება საჭირო არ გახდება და 2020-2021 წელი მშვიდობიანად დასრულდება.


| Print |