განათლება
„ბავშვი მიუნხენში სწავლობს თუ საქართველოში, სხვაობა არ არის“- ანტონ ობოლაშვილი
დღეს, 23 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა. შეხვედრა ახალციხის ტბზე გაიმართა. მმართველი პარტიის კანდიდატმა  სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ყურადღება განათლებისა და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ასევე ახალგაზრდებისთვის გასართობი ობიექტების საჭიროებაზე გაამახვილა. მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში განათლების ახალი ფინური და ესტონური მოდელი ინერგება, რის შედეგადაც სტუდენტებს ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომა ექნებათ.

ანტონ ობოლაშვილის თქმით, სწავლება სამ პროგრამაზე: მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის მიმართულებით წარიმართება. 

სტუდენტებთან შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორიც დაესწრო. ბესიკ ამირანაშვილის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა განათლებაში ჩაიდება, რაც პედაგოგების ხელფასებს, უნივერსიტეტებისა და სკოლების მშენებლობას მოხმარდემა.

„წელს 8 სკოლის მშენებლობა იგეგმება. ასევე 71 სკოლის მცირე და 11 სკოლის სრული რეაბილიტაციაა განხორციელდება“, - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ყურადღება საცურაო აუზზეც გაამახვილა. ბესიკ ამირანაშვილი ირწმუნება, რომ 11 მილიონიან პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, რომელიც წელიწადნახევარში დასრულდება და მალე ახალგაზრდებს საცურაო აუზზე სიარულის საშუალება მიეცემათ. 

შეხვედრაზე ასევე აღნიშნეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ახალციხეში სამი ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.


| Print |