განათლება
ყველაზე მედიაწიგნიერმა სკოლამ "ფორტ ბოიარდი" ითამაშა
მაშინ, როცა სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებს დისტანციურად, შეზღუდული გრაფიკით ესწრებოდნენ, ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა დრო უქმად არ დახარჯეს და მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ჩაერთვნენ. გუნდმა „რეალითი“ 2020 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის სტატუსი მოიპოვა.

ჟიურის მოეწონა იდეა, რომ გუნდი ფორტ ბოიარდის ტიპის თამაშს გამართავდა, რომლის მიზანიც ყალბი ამბების ამოცნობა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა იქნებოდა. გამარჯვების შემდეგ, გუნდმა ქალაქ ახალციხის შვიდივე სკოლის 15 მოსწავლესთან ერთად, თამაში ახალციხის ციხეზე გამართა.


წესების მიხედვით, თითოეულმა გუნდს მინიშნებები სწორად უნდა ამოიცნო. სწორი მინიშნებების მოპოვების შემდეგ, თამაშის საფინალო ეტაპი ციტადელზე გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა სწორი პასუხებით პაზლი ააწყეს.



| Print |