განათლება
ჭეჭლას სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება
ადიგენის სოფელ ჭეჭლას საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებს უბრუნდებიან. ბავშვებსა და პედაგოგებს თვითიზოლაციის ვადა გაუვიდათ. ამასთან, მათი ხელახალი გამოკვლევის შემდეგ, კორონავირუსი არც ერთს აღმოაჩნდა.

სკოლის დირექტორის თქმით, საგაკვეთილო პროცესს სკოლაში ორშაბათიდან დაიწყებენ.

შეგახსნებთ, რომ სოფელში კორონავირუსი ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. ამის გამო, სწავლა დისტანციურად გაგრძელდა. კორონვირუსზე ტესტირება ჩაუტარდა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს. ჯანდაცვის უწყებიდან ყველა მათგანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა. ჭეჭლას სკოლაში 20 მოსწავლე და 12 მასწავლებელია.

დიგენში კორონავირუსის გამო, დისტანცირ სწავლებაზე სამი სკოლა იყო გადასული. დღეს ამოეწურა თვითიზოლაციის ორკვირიანი ვადა ზანავის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. განმეორებითი ტესტირების შემდეგ გაირკვევა, დაუბრუნდებიან თუ არა საკლასო ოთახებს. აქ COVID-19 პედაგოგს და დარაჯს დაუდასტურდა.

ორშაბათს იწურება სოფელ არლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების თვითიზოლაციის ვადა. ამ სოფელში კორონავირუსი სკოლის მასწავლებელს აღმოაჩნდა. 
| Print |