განათლება
საქართველოში სომხური სკოლებისთვის 120 330 სახელმძღვანელო გამოიცა
2020-2021 სასწავლო წელს, საქართველოს სომხური სკოლები, ახალი სომხურენოვანი სახელმძღვანელობით მომარაგდნენ. JNEWS-ის ინფორმაციით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცემულია 120 330 სახელმძღვანელო, რომლებიც სომხურ სკოლებში გადანაწილდა.

წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა, სასწავლო წელი ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყეს. თუმცა, საქართველოში გამოცემული სომხურენოვანი სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლემ ვერ მიიღო. განათლების სამინისტროში ამტკიცებენ, რომ დანაკლისი მთლიანად შეივსება.

I – VI კლასებისათვის 111 500 წიგნი დაიბეჭდა, VIII – XII კლასებისათვის — 8830 სახელმძღვანელო გამოიცა. რაც შეეხება VII კლასს - 12 167 სახელმძღვანელოს გამოცემა იგეგმება.

მოსწავლეების რაოდენობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება. თუკი სკოლას დამატებითი სახელმძღვანელოები სჭირდება, სააგენტო სკოლას დამატებით სახელმძღვანელოებს მიაწოდებს.

ყოველი საჯარო სკოლა შეტანილი განცხადების შესაბამისად სათანადო რაოდენობის სახელმძღვანელოს ღებულობს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არაქართულენოვან სკოლებს ყველა საგნის სახელმძღვანელოს გადასცემს.
| Print |