განათლება
სამცხე-ჯავახეთის ბაგა-ბაღებში სწავლა იწყება

 

ხვალ, 12 ოქტომბერს ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი იწყება. ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები მუშაობის განახლებისთვის მზად არიან. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ სწავლის დაწყების თარიღი არ შეცვლილა.

„ჩვეულებრივ 12-ში ვიწყებთ, როგორც გვქონდა დაგეგმილი. ჯერჯერობით არანაირი მითითება არ არის. თარიღის ცვლილებაზე ინფორმაცია არ მოგვსვლია. თუ რამე შეიცვალა, საზოგადოებას ვაცნობებთ“, - გვითხრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა.

მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაღში 2 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ხვალ, 12 ოტომბერს, საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას განიხილავს და იმსჯელებს - საჭიროა თუ არა დამატებითი შეზღუდვების შემოღება ან გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი.

 

| Print |