განათლება
ჭეჭლასა და დიდი ზანავის სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლასა და დიდი ზანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახებს დღეს, 12 ოქტომბერს დაუბრუნდნენ. ბავშვებისა და პედაგოგების ხელახალი გამოკვლევის შემდეგ, კორონავირუსი არცერთ მათგანს აღმოაჩნდა.

ჭეჭლაში კორონავირუსი ორ მოსწავლეს დაუდასტურდა, ზანავში კი პედაგოგსა და დარაჯს. ამის გამო, ორი კვირა სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა.

ჭეჭლას სკოლაში 20 მოსწავლე და 12 მასწავლებელია, დიდი ზანავის სკოლაში კი 100-მდე მოსწავლე და 20 მასწავლებელი.

თვითიზოლაციის ვადა ამოეწურათ, სოფელ არლის საჯარო სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებსაც. სასწავლო პროცესი აქ 13 ოქტომბრიდან განახლდება. არლის სკოლში დისტანციურ სწავლებაზე მასწავლებლის დაინფიცრების შემდეგ გადავიდნენ.
| Print |