განათლება
ახალციხის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
დღეს, 12 ოქტომბერს ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზად არიან. ხელმძღვანელის თქმით, სწავლის პირველ დღეს, ბაგა-ბაღებში ბავშვების 80% გამოცხადდა. მარინა მერაბიშვილის ინფორმაციით, ვირუსის სიმპტომები არცერთ აღსაზრდელს დაფიქსირებია.

შენობაში შესვლამდე ბავშვებს, მშობლებსა და ბაღის თანამშრომლებს ტემპერატურას უზომავენ. კონტროლდება სახელმწიოფოს მიერ გაცემული რეგულაციები.

სწავლის განახლებამდე ბაღებში ღია კარის დღე ჩატარდა, სადაც მშობლებს რეგულაციებისა და შეცვლილი წესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ბაღებმა მუშაობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან შეაჩერეს და სააღმზრდელო პროცესის განახლება ამ დრომდე ვერ შეძლეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაღში 2 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

| Print |