განათლება
“ქართული ოცნების” ლიდერები ბენარაში სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში იმყოფებოდნენ, სადაც სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სოფელ ბენარაში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

„150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება, მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, ღია სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით, ლაბორატორია, ექიმის კაბინეტი. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სკოლის მშენებლობა 2021 წლის თებერვალში დასრულდება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |