განათლება
ახალციხის ბიბლიოთეკებში მუშაობა განახლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონაპანდემიის გამო დახურულმა ბიბლიოთეკებმა მუშაობა განაახლეს.დაწესებულებები საქმიანობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით აგრძელებენ.

რეგულაციების მიხედვით, მკითხველის მიერ გატანილ წიგნებს დაბრუნებისთანავე რვა დღით კარანტინში ასაწყობებენ. ვადის გასვლის შემდეგ, დეზინფექციას უტარებენ და წიგნებს ისევ დარბაზებში აბრუნებენ.

კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 12-ვე ბიბლიოთეკა გახსნილია. გიორგი ჟუჟნაძის განცხადებით, მკითხველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

| Print |