განათლება
სამცხე-ჯავახეთის ოთხი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
მასწავლებლების ინფიცირების გამო, სამცხე-ჯავახეთში ოთხი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფოსის განმარტებით, ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება ახალციხის მეოთხე, ვალეს მეორე, ახალქალაქის მეხუთე და ნინოწმინდის პირველ საჯარო სკოლებში.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის კოვიდდადებითი მასწავლებლის კონტაქტების მოძიება. ამის შემდეგ გადაწყდება, გადავა თუ არა სასწავლო დაწესებულება დისტანციურ სწავლებაზე.

19 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში 100 პირია ინფიცირებული. მათგან 30 უკვე გამოჯანმრთელდა, დაახლოებით, ამდენივე მკურნალობას სახლში აგრძელებს, დანარჩენი პაციენტები კი კოვიდკლინიკებში გადაიყვანეს. რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით 1 ადამიანია გარდაცვლილი.

| Print |