განათლება
ახალქალაქში დისტანციურ რეჟიმზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა
ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუფიქსირდა. დღეიდან სკოლა 12 დღით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მასწავლებელმა სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა, რადგან იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა. სკოლაში მასწავლებლების მასობრივი ტესტირება ჯერ არ ჩატარებულა.

jnews-ის ინფორმაციით, სკოლის მასწავლებელი თბილისის კოვიდმიმღებ კლინიკაშია გადაყვანილია. დაავადება რთული ფორმით გადააქვს.

18 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა №5 საჯარო სკოლა, რადგან მასწავლებლის ტესტირების შედეგად, ორ პედაგოგს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მათ დაავადება შედარებით მარტივ ფორმაში აქვთ. №5 საჯარო სკოლის მასწავლებლები თვითიზოლაციაში არიან.

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში დისტანციურ რეჟიმზე 7 სკოლაა გადასული. ონლაინ გაკვეთილები ტარდება ახალციხის №4, ვალეს №2, ახალქალაქის №4 და №5, ნინოწმინდის №1 და სოფელ დილიფის საჯარო სკოლებში.
| Print |