განათლება
ახალციხეში ევროკავშირთან ასოცირების თემაზე ტრენინგები ტარდება
ახალციხის ქართულ და არაქართულენოვან სკოლებში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების თემაზე ტრენინგები ტარდება. შეხვედრები მოსწავლეებთან კავკასიის უნივერსიტეტის ERARASMUS+  ჟან მონეს   პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS)  ფარგლებში მიმდინარეობს. იგი როგორც საბაზო და საშუალო განათლების მოსწავლეებზე, ისე მათ მშობლებსა და მასწავლებლებზეა გათვლილი.

ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, ტრენინგი მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობისა და საერთაშორისო პოლიტიკის სწორად გააზრებაში დაეხმარება. მისი მთავარი მიზანი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხარდაჭერაა.

შეხვედრების ციკლი 19 ოქტომბერს დაიწყო და 22 ოქტომბერს დასრულდება.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ. გარდა ამისა, ისინი ჩაერთვებიან ესეების კონკურსში ,,მე დავინახე ევროპა საქართველოში“.
პროექტის ექსპერტისა და კორდინატორის გურანდა ჭელიძის განცხადებით, ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.


| Print |