განათლება
ახალციხის პირველ სკოლაში მეთორმეტეკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოსწავლეს ვირუსი მშობლისგან გადაედო. სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის ინფორმაციით, კლასი დისტანციურ სწავლებაზე უკვე გადაიყვანეს.

"სკოლაში არ ჰყავს კონტაქტები. რამდენიმე კონტაქტი ჰყავს ოღონდ სკოლის გარეთ. ამ ბავშვს დაუდასტურდა ვირუსი. დედასთან ერთად გადაყვანილია და სხვები თვითიზოლაციაში არიან. დეზინფექცია ჩავატარეთ შენობაში. სკოლაში დაცულია ყველა რეგულაცია და სწავლება უსაფრთხოა" - აცხადებს ჟუჟუნა გოგოლაური.

დღეს, 22 ოქტომბერს კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაშიც. აქ COVID 19 მანდატურსა და მოსწავლეებს
დაუდასტურდათ.
| Print |