განათლება
სოფელ აგარის საბავშვო ბაღში კორონავირუსი დაფიქსირდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საბავშვო ბაღში კორონავირუსი დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, შემთხვევის გამო ბაღმა მუშაობა დროებით შეწყვიტა.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელის განმარტებით, ინფიცირებული საბავშვო ბაღის პერსონალია. შედეგად აღსაზრდელები და ბაღის თანამშრომლები თვითიზოლაზიაში იმყოფებიან. მარინა მერაბიშვილის თქმით, რამდენი ხნით შეჩერდება ბაღში მუშაობა, ამას ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციის გათვალისწინებით გადაწყვეტენ.

„სოფელ აგარის ბაღში პერსონალია დაინფიცირებული. ბაღი რამდენი ხნით იქნება გაჩერებული, ეს საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ უნდა განსაზღვროს“ - განაცხადა მარინა მერაბიშვილმა.

აგარის საბავშვო ბაღში ამ დროისთვის 60 აღსაზრდელი და 15 თანამშრომელი ირიცხება.

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, ამ დროისთვის 5-მა საბავშვო ბაღმა მუშაობა შეაჩერა. დისტანციური სწავლების რეჟიმზე კი 10 სკოლაა გადასული.
| Print |