განათლება
ახალციხის პირველი სკოლა შესაძლოა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს
ქალაქ ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კორონვირუსი დაუდასტურდათ. ამის გამო, ადმინისტრაცია აპირებს, რომ განათლების სამინისტროს წერილობით მიმართოს და საგაკვეთილო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.

25 ოქტომბრის მდგომარეობით, სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა სამ პედაგოგსა და ამდენივე მოსწავლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, საგანამანათლებლო დაწესებულებაში 10 კოვიდინფიცირებულია.

"მეც ვიცი, რომ შვიდამდე პედაგოგს აქვს უკვე, თუმცა ოფიციალური წერილი ჯერ არ მიმიღია, მხოლოდ სამ მასწალებელზე მაქვს ოფიციალური ცნობა. დისტანციურად გადავალთ, ფაქტიურად, პედაგოგი აღარ მყავს, თვითიზოლაციაში არის უმეტესობა", - გვითხრა სკოლის დირექტორმა ჟუჟუნა გოგოლაურმა.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში 1 075 მოსწავლეა რეგისტირებული.

COVID-19 თავდაპირველად მეთორმეტეკლასელს დაუდასტურდა, შემდეგ კი მერვეკლასელ მოსწავლეს.

| Print |