განათლება
სამცხე-ჯავახეთის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, სამცხე-ჯავახეთში საბავშვო ბაღებმა მუშაობა შეაჩერეს. ადგილობრივი თვითმმართველობების გადაწყვეტილებით, ბაღები აღსაზრდელებს ორშაბათიდან აღარ მიიღებენ. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ გადაწყვეტილება დღეს, ექვს ნოემბერს მიიღო.

მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაღში 2 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12-ვე ბაღი ფუნქციონირებას ორშაბათიდან, ცხრა ნოემბრიდან შეაჩერებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაღების მუშაობის შეჩერება ბორჯომის მერიამ გადაწყვიტა.

| Print |