განათლება
სამცხე-ჯავახეთში 26 სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა
სამცხე-ჯავახეთში დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესს 26 სკოლა აგრძელებს. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, სკოლების ნაწილს ონლაინრეჟიმში გადასვლა მოუწია.

გიორგი მიქელაძის განმარტებით, ამ ეტაპზე სწავლას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ ახალციხის - 2, ადიგენის - 3, ასპინძის - 1, ბორჯომის - 1, ახალქალაქის - 2 და ნინოწმინდის 11 სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 849-მდე გაიზარდა.
| Print |