განათლება
კოლეჯ "ოპიზარში" კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
ახალციხის პროფესიულ სასწავლებელში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. დაინფიცირებულია კოლეჯ "ოპიზარის" ხელმძღვანელი, პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომელი.

სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ბელა ავალიშვილამა კორონავირუსზე გამოკვლევა 7 ნოემბერს ჩაიტარა. ტესტის პასუხი დადებითი მიიღო.

სასწავლებლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსი მსუბუქ ფორმებში გადააქვს, ამიტომ მკურნალობას სახლში აგრძელებს. ბელა ავალიშვილი ეჭვობს, რომ COVID 19-ით არჩევნებზე დაინფიცირდა.

ვირუსი მსუბუქად გადააქვთ "ოპიზარის" სხვა თანამშრომლებსაც.

კოლეჯი სასწავლო პროცესს ჰიბრიდული მეთოდით აგრძელებს.
| Print |