განათლება
2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი ეზრდებათ
2021 წლიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით გაეზრდებათ. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ეს უკვე გათვალისწინებულია. 

გარდა ამისა, ფინანსთა სამინიტროს ინფორმაციით, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის ჯამურად გამოყოფილია 103.1 მლნ ლარი. 30 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის.
| Print |