განათლება
სამცხე–ჯავახეთს უნივერსიტეტი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას გადასახადს გაუნახევრებს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის გადასახადს გაუნახევრებს. მათ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაბამისი განცხადებით 16 იანვრამდე უნდა მიმართონ. უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით, სწავლის საფასური გაუნახევრდება სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტს, რომელიც ამავე დროს მაღლმთიან ზონაში ცხოვრობს.

რაც შეხება სწავლის გადასახადის გადავადებას, მაკა ბერიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც ახალგაზრდებმა ადმინისტრაციას განცხადებით 16 იანვრამდე უნდა მიმართონ, რის შემდეგაც მათ სტუდენტის სტატუსი არ შეუჩერდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ კვლავ ვერ მოხერხდება 16 იანვრის შემდეგ სწავლის გადასახადის დაფარვა, მაშინ ინდივიდუალურად სტუდენტებს გრაფიკს დავუნიშნავთ“ - ამბობს მაკა ბერიძე.

სამცხე–ჯავახეთის სახელწიფო უნივერსიტეტიის სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები, სწავლის გადასახადის განახევრებას ან გადავადებას ითხოვენ. ახალგაზრდები თემაზე სასაუბროდ სასწავლებლის რექტროს ონლაინ შეხვდნენ. სწავლის გადასახადის განახევრება სასწავლებლის სტუდენტების თითქმის ნახევარზე მეტმა მოითხოვა.

| Print |