განათლება
როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში?
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის არდადეგების განრიგი განსაზღვრა.

ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში 2020 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2021 წლის 14 იანვრამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, სკოლები 8-დან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.

სასწავლო წელი პირველკლასელებისთვის 27 მაისს დასრულდება, მეთორმეტეკლასელებისთვის - 20 მაისს, ხოლო მეორედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სასწავლო წელს 15 ივნისს დაამთავრებენ.
| Print |