განათლება
ახალციხის სკოლების უმეტესობამ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაახლა
საქართველოში საჯარო და კერძო სკოლებმა სასწავლო პროცესი განაახლეს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მეორე სემესტრი დისტანციურ რეჟიმში, მხოლოდ ქვეყნის დიდ ქალაქებსა და აჭარის რეგიონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ახალციხეში საკლასო ოთახებში სწავლა არ განაახლეს.

მშობლების მოთხოვნით, №1, №2, №3 და №5 საჯარო სკოლებმა სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს.

ჯერ კიდევ 17 იანვარს, მესამე საჯარო სკოლის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა დღეს, მეორე სემესტრი ისევ ონლაინ განახლდა. სკოლის დირექტორის განმარტებით, სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელებასთან დაკავშირებით, მშობლებმა განცხადებები შეაგროვეს, რის მიხედვითაც, სწავლების ამ მეთოდით გაგრძელებას პირველ თებერვლამდე ითხოვენ.

სწავლა არ დაწყებულა არც მექვსე საჯარო სკოლაში. როგორც სასწავლო დაწესებულებაში განმარტავენ, სკოლამ მოითხოვა, რომ სწავლა თებერვლის ბოლომდე ონლაინ გაგრძელდეს. 

„მოთხოვნა გადავაგზავნეთ სამინისტროში დღის დღის ბოლომდე იქნება პასუხი, როგორ გავაგრძელებთ სწავლას“ - ამბობს მეექვსე სკოლის დირექტორი ეკა დალალიშვილი.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით საკლასო ოთახებში სწავლა 30-მა სკოლამ დაიწყო.

"18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყო 9 საჯარო სკოლაში, 30 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დაიწყო საჯარო სკოლაში"
- განმარტავს ხათუნა ხმალაძე.

საკლასო ოთახებში სწავლა ქალაქ ახალციხეში, მხოლოდ კერძო სკოლამ დაიწყო.
| Print |