პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. მათ ტესტირება დღეს სამოქალაქო განათლებაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში გაიარეს. სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოს ყველა საგამოცდო ცენტრში დილის 9:00 საათზე დაიწყო. აპლიკანტებს კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო 5 საათი ჰქონდათ. მასწავლებლების თქმით, ტესტირების წარმატებით გასავლელად, გადამზადება და სხვადასხვა პროექტში ჩართვაა საჭირო. ამიტომ თუ პედაგოგი სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის სპეციალურად არ მოემზადება, მოცემულ საკითხებს ვერ დაძლევს.
ახალციხის საგამოცდო ცენტრში ამბობენ, რომ დარეგისტრირებული 72
პედაგოგიდან 22 მათგანი არ გამოცხადდა. ცენტრის ადმინისტრატორის
თქმით, ტესტირების მსვლელობის დროს, მხოლოდ ერთი დარღვევა დაფიქსირდა.
პედაგოგს გამოცდების მიმდინარეობისას მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა,
რის გამოც იგი პროცესიდან მოიხსნა.
პედაგოგთა სასერტიფკაციო გამოცდები 21 ივლისს ქიმიის საგნით
დასრულდება.