განათლება
ორ კვირაში ერთხელ მასწავლებლებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ - მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებლების ტესტირება დაიწყება. განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, მათი გამოკვლევა კორონავირუსზე, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მოხდება.

"იმ სკოლებში, სადაც უკვე დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი გაგრძელებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატიური ტესტირება. ასევე, სკოლებში, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, პროფესიულ სასწავლებლებში და უნივერსიტეტებში, სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან სკოლები, სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, გააგრძელებენ. ხოლო ამ ოთხ ქალაქში, სკოლის კედლებში სწავლას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ.

ამ დრომდე ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკლასო ოთახებში სწავლა მხოლოდ სოფლის სკოლებში დაიწყეს. ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მშობლების მოთხოვნით, სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში
მიმდინარეობს.
| Print |