განათლება
საზღვრის გადაკვეთის წესი სტუდენტებისთვის, რომლებიც სომხეთში სწავლობენ
სტუდენტებს ჯავახეთიდან, რომლებიც განათლებას სომხეთში ეუფლებიან, საქართველო – სომხეთის საზღვრის გადაკვეთას, მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე შეძლებენ. ახალგაზრდების დასახმარებლად პარტია “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბში მათი რეგისტრაცია მიმდინარეობს.

სტუდენტებმა უნდა წარადგინონ პასპორტი და სტუდენტური ბილეთი. დოკუმენტების გადათარგმნა და ნოტარიული დამოწმება საჭირო არ არის. სტუდენტები პარტიის შტაბში დარეგისტრირდებიან, რის შემდეგაც, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული პასუხი ეცონობებათ.

საქართველო-სომხეთის საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელია კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. ამიტომ, სამინისტროდან მიღებული ნებართვის შემთხვევაში, სტუდენტმა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განცხადება უნდა შეიტანოს და გამოკვლევა ჩაიტაროს. ტესტის გაკეთება უფასოა, პასუხს სტუდენტი 72 საათში მიიღებს.

რაც შეეხებათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სომხეთში სწავლობენ, მათ უნდა წარადგინონ დაბადების მოწმობის, პასპორტის ასლი, სასწავლო დაწესებულების დოკუმენტი, გადათარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული. ასევე, ერთ-ერთი მშობლის, ან მეურვის პასპორტი, რომელმაც ბავშვთან ერთად უნდა გადაკვეთოს საზღვარი.


jnews.ge
| Print |