განათლება
„ქურდი გაიქცა, სანამ პოლიცია მოვიდა“- ახალქალაქში საბავშვო ბაღის გაქურდვას შეეცადნენ
ახალქალაქში N3 საბავშვო ბაღის გაქურდვას შეეცადნენ. წაღებულია თუ არა რაიმე, ჯერ უცნობია. სააღმზრდელო დაწესებულების შენობაში შესული უცხო პირი ბაღის თანამშრომელმა შენიშნა და ხელმძღვანელს შეატყობინა.

"ჩვენმა თანამშრომელმა უცხო პირი შენიშნა ბაღში ფანრით. დამირეკა, მივედით ადგილზე და პოლიცია გამოვიძახეთ, თუმცა გაიქცა, სანამ პოლიცია მოვიდოდა. ქურდი იქ აღარ დაგვხვდა. მიმინდინარეობს გამოძიება და იმ პიროვნების პოვნა, ვინც ქურდობა სცადა. ჯერჯეობით არ ვიცით, არის თუ არა ბაღიდან რამე წაღებული. ამ დეტალების ახლა ვარკვევთ. ვიმედოვნებ, რომ ქურდს მალე დაიჭერენ" - განუცხადა "მეცხრე არხს" მესამე საბავშვო ბაღის დირექტორმა ანაიდ ასატურიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 19 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
| Print |