განათლება
ახალციხეში 7 მაგისტრანტი და 9 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა
მაგისტრანტები საერთო სამაგისტრო გამოცდებს აბარებენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის განმარტებით, ტესტები ოთხ ნაწილს მოიცავს. დღეს მათ ძალები ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში მოსინჯეს. მაგისტრანტების გამოცდები 9 ივლისს  წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ტესტებით დაიწყო. მათთვის გამოყოფილი დრო 2 საათსა და 20 წუთს შეადგენს.

მაგისტრანტები საერთო სამაგისტრო გამოცდებს აბარებენ. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის განმარტებით, ტესტები ოთხ ნაწილს მოიცავს. დღეს მათ ძალები ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში მოსინჯეს.

მაგისტრანტების გამოცდები 9 ივლისს  წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ტესტებით დაიწყო. მათთვის გამოყოფილი დრო 2 საათსა და 20 წუთს შეადგენს.

დღევანდელ სესიაზე დარეგისტრირებული 77 მაგისტრატიდან საგამოცდო ცენტრში  7 მათგანი არ გამოცხადდა.

საერთო სამაგისტრო გამოცდები კიდევ 16 და 17 ივლისს გაიმართება.

დღეს პირველი სესია აბიტურიენტებისთვის იყო განკუთვნილი. მათ გამოცდა ფრანგულსა და რუსულ ენებში ჩააბარეს. 205 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან 9 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა.

გელა ინასარიძის თქმით,  საგამოცდო პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.


| Print |