განათლება
ახალციხეში PSR ტესტებით მასწავლებლების გამოკვლევა დაიწყო
პირველი თებერვლიდან ახალციხის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. 29 იანვრამდე ქალაქის სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებში გაკვეთილები ორ სმენად ტარდება. პირველი სმენა სასწავლო პროცესს 09:00 საათზე, მეორე კი 13:30 საათზე იწყებს.
სექტემბერში შემუშავებული ცხრილით, საკლასო ოთახებში განაახლეს გაკვეთილები პირველ და მეორე საჯარო სკოლებშიც.

რამდენად უსაფრთხოა საკლასო გარემო მოსწავლეებისთვის - ამ კითხვაზე მშობლების პასუხები თითქმის ერთნაირია. მათი თქმით, რისკი არსებობს, თუმცა ვალდებულები არიან ვირუსთან თანაცხოვრება ისწავლონ.

სკოლის დირექტორების თქმით, სასწავლო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ყველა რეკომენდაციებს ასრულებენ. მათი მტკიცებით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლება უსაფრთხოა. პარალელურად მიმდინარეობს მასწავლებლების პისიარ ტესტებით გამოკვლევა.



| Print |