განათლება
მანდატურის სამსახურმა სამცხე-ჯავახეთში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადა
სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურ მუშაკთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. უწყების ინფორმაციით, რვა რეგიონში 50-მდე ვაკანტური ადგილია. მათ შორის სამცხე-ჯავახეთის ცენტრში, სადაც ახალციხის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ორ-ორი ვაკანტური ადგილია. აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება 1 200 ლარია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: 
  • უმაღლესი განათლება;
  • სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერტიფიკატი;
  • სოციალური მუშაობის, სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო პრაქტიკის ან სკოლაში მოხალისეობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია 18 თებერვლამდე. უფრო მეტს ვაკანსიის შესახებ წაიკითხავთ აქ:
| Print |