განათლება
ზოგადი უნარების გამოცდაზე, ახალციხის საგამოცდო ცენტრში, 27 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა  ტესტირება ზოგად უნარებში გაიარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში პირველ და მეორე  სესიაზე დარეგისტრირებული,  584 აბიტურიენტიდან  გამოცდაზე 27  მათგანი არ გამოცხადდა. ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინსარიძის თქმით, პროცესმა მშვიდ  გარემოში ჩაიარა და  დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.  

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა  ტესტირება ზოგად უნარებში გაიარეს. ახალციხის საგამოცდო ცენტრში პირველ და მეორე  სესიაზე დარეგისტრირებული,  584 აბიტურიენტიდან  გამოცდაზე 27  მათგანი არ გამოცხადდა.

ცენტრის ადმინისტრატორის გელა ინსარიძის თქმით, პროცესმა მშვიდ  გარემოში ჩაიარა და  დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.  

ახალციხის საგამოცდო ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაშია გახსნილი. უსაფრთხოების  მიზნით, საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულნი იყვნენ  საპატრულო პოლიციის, სასწრაფო–სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო–სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 ქალაქშია  გახსნილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ქიმიის საგნით  დასრულდება.


| Print |