განათლება
ექნებათ თუ არა მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგები - სამინისტროს განმარტება
იმის გამო, რომ სკოლებში გაკვეთილები დისტანციურად ტარდებოდა, მშობლების ნაწილი ფიქრობდა, რომ საგაზაფხულო ერთკვირიანი არდადეგები აღარ გამოცხადდებოდა.

ამასთან დაკავშირებით, განათლების და მეცნეირების სამინისტრომ განმარტა, რომ საგაზაფხულო არდადეგები გამოცხადდება და ის დაგეგმილ პერიოდს მოიცავს - 8 მარტიდან 15 მარტამდე.

გარდა ამისა, დასვენების დღეა 3 მარტი. უქმე დღეები სკოლებში სააღდგომოდაც გავრცელდება. წელს აღდგომა 2 მაისსაა, შესაბამისად სკოლები 30 აპრილსა და 3 მაისს დაისვენებენ.

| Print |