წარმატებულ ახალციხელ სტუდენტებს მერია 500 ლარს გადასცემს
სტუდენტები, რომლებიც სემესტრის განმავლობაში ყველა საგანს წამატებით დახურავენ, სტიპენდიას მიიღებენ.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც ერთი სემესტრის განმავლობაში ყველა სალექციო კურსში არანაკლებ, 95 ქულა ექნებათ, ახალციხის მერია 500 ლარს და სერტიფიკატს გადასცემს.
სტიპენდიის გადაცემის შემთხვევაში სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს: ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, იყოს ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებული ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და აუცილებელია ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური.
პროგრამისთვის 2021 წლის ბიუჯეტში 20 000 ლარია გათვალისწინებული.