განათლება
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგა
საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი დღეიდან განახლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid 19-ის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში.

სააღმზრდელო პროცესი განახლდა ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღში. რაც შეეხება სხვილისს - აქ სწავლა ისევ დისტანცირად მიმდინარეობს. რადგან საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება.
| Print |