განათლება
როგორ გააგრძელებს სწავლას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი?
ხვალიდან, 15 მარტიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ სამი შეზღუდვა მოიხსნება. მათ შორის ერთ-ერთი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს უკავშირდება, რომლის მიხედვით მათ საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში.

„ხვალიდან შერეული მეთოდით ვიწყებთ სწავლას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს თეორიული მასალა ონლაინ ხოლო პრაქტიკული აუდიტორიებში ჩაუტარდებათ. ამ ეტაპზე ჩატარდა გამოკითხვა რომლის მიხედვითაც, ხვალიდან თითქმის ყველა ფაკულტეტი შერეულ, ჰიბრიდული სწავლების მეთოდზე გადავა. რაც შეეხება მაგისტრატურას მათ მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკები ჩაუტარდებათ აუდიტორიებში, დანარჩენ საგნებს კი ონლაინ გააგრძელებენ“, - ამბობს რექტორი მაკა ბერიძე

სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პანდემიის გამო მეორე სემესტრი თებერვალში, ონლაინ დაიწყო. ხოლო ხვალიდან სააუდიტორიო მეცადინეობებს განაახლებს.

| Print |