Error
სასკოლო სახელმძღვანელოებს მოსწავლეები უსასყიდლოდ მიიღებენ
 საჯარო სკოლების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. 2015-2016 სასწავლო წლისათვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ისაუბრა. მისი თქმით, სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა: საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს; კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრ მოსწავლეებს; 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს; იმ კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე სწავლობდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2015-2016 სასწავლო წლისათვის, ისევე როგორც გასულ წელს, მოსწავლეებს, გადაეცემათ სახელმძღვანელოების პაკეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი ქულებით შეფასებული წიგნებით. ძველი და ახალი წიგნების  კომბინირებულ პაკეტს მიიღებენ პირველკლასელებიც. გარდა ამისა, როგორც წინა წლებში, ყველა პირველკლასელი საჩუქრად პირად პორტატულ კომპიუტერსაც მიიღებს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე ჩაბარებული   სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია დასრულებულია და მათი ძირითადი  ნაწილი ვარგისიანია, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: 2013-2014 წლებში, გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესდა ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი. ასევე პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილია თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით. შესაბამისად, მოსწავლისთვის ბევრად იოლია მისი მოხმარება და ნაკლებია ცვეთა. ასევე აღსანიშნავია, რომ  მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსწავლეებში   სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა, იშვიათად ფიქსირდება წიგნების მიმართ უდიერი მოპყრობის ფაქტები. შედეგად, წელს წიგნების დიდი უმრავლესობა მაღალი ქულებით შეფასდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“ 2013 წლიდან ახორციელებს.

ganatlebis saministro mandaturis samsakhurtan dakavshirebit gantskhadebas avrtselebs 2452 საჯარო სკოლების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. 2015-2016 სასწავლო წლისათვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა:

  • საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს;
  • კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრ მოსწავლეებს;
  • 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს;
  • იმ კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე სწავლობდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2015-2016 სასწავლო წლისათვის, ისევე როგორც გასულ წელს, მოსწავლეებს, გადაეცემათ სახელმძღვანელოების პაკეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალი ქულებით შეფასებული წიგნებით. ძველი და ახალი წიგნების  კომბინირებულ პაკეტს მიიღებენ პირველკლასელებიც. გარდა ამისა, როგორც წინა წლებში, ყველა პირველკლასელი საჩუქრად პირად პორტატულ კომპიუტერსაც მიიღებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე ჩაბარებული   სახელმძღვანელოების ინვენტარიზაცია დასრულებულია და მათი ძირითადი  ნაწილი ვარგისიანია, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: 2013-2014 წლებში, გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესდა ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი. ასევე პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილია თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით. შესაბამისად, მოსწავლისთვის ბევრად იოლია მისი მოხმარება და ნაკლებია ცვეთა. ასევე აღსანიშნავია, რომ  მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსწავლეებში   სახელმძღვანელოების მოხმარების კულტურა, იშვიათად ფიქსირდება წიგნების მიმართ უდიერი მოპყრობის ფაქტები. შედეგად, წელს წიგნების დიდი უმრავლესობა მაღალი ქულებით შეფასდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“ 2013 წლიდან ახორციელებს.

| Print |