განათლება
თუ უნდათ ქართულ სახელმწიფოსთან ინტეგრირება, აუცილებლად უნდა ფლობდნენ ქართულ ენას - ჰაიკუჰი მანასიანი
რატომ არის სახელმწიფო ენის ცოდნა უპირატესობა, როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს მშენებლობაში და როგორ უნდა ინტეგრირდეს საზოგადებაში - ეს ის საკითხებია, რაზეც ჰაიკუჰ მანასიანი საუბრობს.

ჰაიკუჰიმ დადეშის სკოლაში ქართული ენის მასწავლებლობა 2006 წელს დაიწყო. კარგად იცის, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე სამშობლოში წარმატებას ვერ მიაღწევს. მოსწავლეებსაც იმას უხსნის, რომ წარმატებული სამშობლო მათი ასაშენებელია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სამცხე - ჯავახეთში მცხოვრები 81 089 ეთნიკურად სომეხი მოქალაქიდან ქართულ ენას თავისუფლად მხოლოდ 16 676 ფლობს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში 79 878-მა ეთნიკურად სომეხმა მიუთითა, რომ მისი მშობლიური ენა სომხურია. მათგან 71.5%-მა სახელმწიფო ენა სრულყოფილად არ იცის. ქართულს თავისუფლად ფლობს 20.8%. ამაზე უახლესი მონაცემი არ არსებობს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) 2019 წლის მონაცემების მიხედვით, რომელიც კვლევებს ყოველწლიურად სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ახორციელებს, გამოკითხული ეთნიკური სომხების 16% და ეთნიკური აზერბაიჯანელების 31% ასახელებს ქართულს, როგორც მეორე ენას, რომელსაც ისინი იყენებენ.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |