განათლება
წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტული სამცხე-ჯავახეთში ოთხმა მასწავლებელმა მიიღო

 

დღეს, 10 აპრილს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური გამოფენა-კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგები დააჯილდოვეს. სამცხე-ჯავახეთის მასწავლებლებიდან წლის პედაგოგის სტატუსი ოთხმა მათგანმა მოიპოვა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა სვეტლანა ბოჩიკაშვილმა ნომინაციაში - წლის წარმატებული პედაგოგი გაიმარჯვა.

ნომინაციაში წლის მეურვე დაჯილდოვდნენ ადიგენის სოფელ მლაშეს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ჩიტორელიძე და სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქეთევან ენდელაძე.

გამარჯვებულთა შორისაა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ანაიდ კურგანიანი.

სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა" ორგანიზაცია PH international სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან პარტნიორობით ახორციელებს. ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID.

 

| Print |